Thumbnail

ექსპერიმენტულმა ვაქცინამ აივ ინფიცირებისგან პრიმატები დაიცვა

  • შეერთებულ შტატებში აივ ინფიცირების საწინაამღდეგო ვაქცინა გამოსცადეს
  • პრიმატები, რომლებსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, ინფიცირებას გადაურჩნენ

უკვე წლებია მეცნიერები ცდილობენ ისეთი მედიკამენტის შექმნას, რომელიც აივ ინფექციისაგან განკურნებას შეძლებს. სამეცნიერო კვლევით ცენტრ Scripps Research-ში (ამერიკის შეერთებული შტატები) 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ვირუსის საწინაამღდეგო ვაქცინაზე. ცოტა ხნის წინ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა პირველი გამოცდა გაიარა და მაღალი ეფექტურობა აჩვენა. მედიკამენტმა პრიმატები ინფიცირებისგან დაიცვა.

სამედიცინო ჟურნალი Immunity ექსპერიმენტის დეტალებს ასაჯაროვებს. მეცნიერებმა მიზნად დაისახეს, რომ იმუნურ სისტემას “ესწავლა” ვირუსთან ბრძოლა, გამოემუშავებინა ანტისხეული, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდებოდა აივ ინფექციის სუსტ წერტილებს. დიდი ხნის განმავლობაში ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო. საბოლოოდ სტაბილური ცილის სტრუქტურის საფუძველზე შეიქმნა ვაქცინა, რომელიც პრიმატებზე გამოსცადეს. მაკაკები, რომლებსაც ვაქცინა ორგანიზმში შეუყვანეს, აივ ინფიცირებას გადაურჩნენ.

ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტის წარმატება იმის საფუძველს იძლევა, რომ საშიში ვირუსის წინაამღდეგ უახლოეს მომავალში ეფექტური მედიკამენტი შეიქმნას.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები