Thumbnail

ლონდონის ცენტრში სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოცდიან

  • ლონდონის ქუჩებში ადამიანებს სპეციალური კამერით ამოიცნობენ
  • ინიციატივას აქტიური მოწინააღმდეგეები ჰყავს

ლონდონის პოლიცია მომავალ კვირას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოსიარულე ადამიანებს სახის ამომცნობი კამერებით დააფიქსირებს. კამერების შემოწმება სოჰოს, Piccadilly Circus-ის და ლესტერის მოედნის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, კამერების შესამოწმებლად ადამიანების ჯგუფს წინასწარ შეუთანხმდნენ და ფარულად არავის გადაუღებენ. მიუხედავად ამისა, ინიციატივას მოწინააღმდეგეები მაინც ჰყავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანიზაცია Big Brother Watch-მა ტექნოლოგიას “ავტორიტარული, საშიში და უკანონო” უწოდა.

“რიგითი გამვლელების თვალთვალი საჯარო სივრცეში მათ პირად სივრცეს და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას ლახავს” - ნათქვამია Big Brother Watch-ის განცხადებაში.

როგორ მუშაობს სახის ამომცნობი სისტემა?

წყარო: BBC

პოლიციამ 2016 წლიდან სისტემა უკვე 6-ჯერ გამოსცადა. პოლიციის წარმომადგენლების განმარტებით, მიმდინარე კვირას დაგეგმილი შემოწმების გარდა, კამერების ამოქმედებამდე სისტემა კიდევ სამჯერ უნდა შემოწმდეს. 

ასევე ნახეთ: კამერა ადამიანს სიარულის მანერით ამოიცნობს

კომენტარები

ბოლო ამბები