Thumbnail

წყალგაუმტარმა iPhone-მა ღია ზღვაში დარჩენილი ადამიანები გადაარჩინა

  • ამერიკელი ტურისტების ჯგუფს ღია ზღვაში ნავი გადაუბრუნდა
  • ტურისტებმა მაშველებთან დაკავშირება წყალგაუმტარი iPhone-ით შეძლეს

წყალგაუმტარმა iPhone-მა ღია ზღვაში დარჩენილი ამერიკელი ტურისტები სიკვდილისგან იხსნა. შემთხვევა სამხრეთ იაპონიაში, კუნძულ ოკინავას მახლობლად მოხდა.

რეიჩელ ნილმა თავის მეგობრებთან ერთად ნავი იქირავა, თუმცა უკან დაბრუნებისას ზღვა აღელდა და ნავი გადაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, რეიჩელის მეგობრების სმარტფონები მწყობრიდან გამოვიდნენ, თუმცა მისი iPhone კვლავ ფუნქციონირებდა. გოგონა მაშველებს დაუკავშირდა, რომლებიც შემთხვევის ადგილას დაახლოებით საათნახევარში მივიდნენ. უცნობია, გოგონას  iPhone-ის ზუსტი მოდელის დასახელება, თუმცა სავარაუდოდ ეს iPhone 7 უნდა იყოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები