Thumbnail

Huawei-მ 48 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე ტელეფონი, Nova 4 წარმოადგინა

  • Huawei-მ Nova 4 წარადგინა
  • ტელეფონს 48 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს

ჩინურმა კომპანია Huawei-მ ახალი სმარტფონი - Huawei Nova 4 წარმოადგინა. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებულობა არის მისი 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და ხვრელი პირდაპირ ეკრანში, რომელშიც განთავსებულია ყველაზე პატარა მოდული მობილურ ინდუსტრიაში.

Huawei Nova 4-ს აქვს 6.4 დიუმიანი 2310x1080 გაფართოების მქონე ეკრანი, 25 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და 20, 16 და 2 მეგაპიქსელიანი ძირითადი სამმაგი კამერა, თუმცა სმარტფონის ტოპ-ვერსია 20-ის ნაცვლად 48 მეგაპიქსელიანი კამერით არის აღჭურვილი. სმარტფონი იმუშავებს პროცესორ Kirin 970-ზე და მას ექნება 8GB-იანი ოპერატიული და 128GB-იანი შიდა მეხსიერება.

ტელეფონს გააჩნია 3750 mAh მოცულობის ელემენტი, თითის ანაბეჭდების სკანერი და ტექნოლოგია GPU Turbo-ს მხარდაჭერა. მოწყობილობა იმუშავებს Android 9.0 Pie-ზე. 

Huawei Nova 4-ის საბაზისო ვერსიის ღირებულება 450 დოლარია, ტოპ-მოდელი კი 490 დოლარი ღირს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები