Thumbnail

ASUS-მა Call of Duty-ს ფანებისთვის შექმნილი ვიდეობარათი წარადგინა

  • ASUS-ი Call of Dutz-ს ფანებისთვის სპეციალურ ვიდეობარათს უშვებს
  • ვიდეობარათის გამოშვების ზუსტი თარიღი და ფასი ჯერ უცნობია

კომპანია ASUS-ი ვიდეობარათის ROG Strix GeForce RTX 2080 Ti OC Call of Duty: Black Ops 4 Edition შეზღუდულ სერიას გამოუშვებს. ვიდეობარათი შექმნილია Call of Duty-ს თემატურ ფერებში და აქვს თამაშის სიმბოლიკა. ASUS-ი სულ 500 ასეთ ვიდეობარათს გამოუშვებს.

სისტემას აქვს ვიდეოჩიპის 1665MHz-მდე აჩქარების მხარდაჭერა, ვიდეობარათი კი თითქმის სამ სლოტს იკავებს. მას ასევე აქვს გაგრილების გაუმჯობესებული სისტემა და სხვა მოდელებთან შედარებით 20 პროცენტით უფრო დიდი რადიატორი. ასევე, ვიდეობარათი აღჭურვილია Axial-tech-ის მტვრისგან დამცავი სამი ვენტილატორით და RGB-განათებით.

ROG Strix GeForce RTX 2080 Ti OC Call of Duty: Black Ops 4 Edition-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები