Thumbnail

ფორდმა ძაღლების ფოიერვერკების ხმაურისგან დასაცავად სპეციალური სახლი შექმნა

  • ფორდის გამოგონება ძაღლებს ფოიერვერკის ხმაურისგან დაიცავს
  • კომპანია ძაღლის ინოვაციურ სახლებს ჯერჯერობით არ ყიდის

ადამიანებთან შედარებით, ძაღლებს უფრო გამძაფრებული სმენა აქვთ - ერთი მხრივ, მათ შეუძლიათ გაიგონონ ისეთი ხმები, რომელთაც ადამიანის ყური საერთოდ ვერ აღიქვამს, მეორე მხრივ კი ისინი შეიძლება მეტად მგრძნობიარენი იყვნენ ხმაურის მიმართ და გარკვეულ შემთხვევებში შეშინდნენ კიდევაც. ფოიერვერკებით გამოწვეული ხმაურის გამო, ეს პრობლემა განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში იჩენს თავს.

ფოიერვერკების ხმისგან ძაღლების დასაცავად კომპანია ფორდმა ხმის დამხშობი ტექნოლოგიით აღჭურვილი სახლის ექსპერიმენტული ვერსია შექმნა. მასში დამონტაჟებული ხმის სისტემა შემოსულ ხმაურს საპირისპირო სიხშირით ანეიტრალებს, რაც ძაღლებს ხმაურისგან გამოწვეული პანიკური შეტევებისგან იცავს. ხმის კიდევ უფრო დასახშობად, სახლი გარედან დამატებით საიზოლაციო მასალით არის შეფუთული. ფორდი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, გაიტანს თუ არა ხმის დამხშობი ტექნოლოგიის მქონე სახლებს ბაზარზე.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები