- New York Times-მა Facebook-ი ამხილა
- Facebook-ი აღიარებს, რომ აპლიკაციებს მომხმარებლების პირად მიმოწერებზე წვდომა მისცა
- კომპანიები ირწმუნებიან, რომ მონაცემები არამიზნობრივად არ გამოუყენებიათ
Facebook-მა New York Times-ის სტატიის საპასუხოდ აღიარა, რომ სხვა კომპანიებს, მათ შორის Spotify-სა და Netflix-ს მომხმარებლების პირად მიმოწერებზე წვდომა მისცა. Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, ამ გზით მომხმარებლებს შეეძლოთ მესენჯერის ფუნქციების გამოყენება ამა თუ იმ აპლიკაციის დატოვების გარეშე. მიუხედავად ამისა, მათ არ მიეწოდათ მკაფიოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპლიკაციების Facebook-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისინი მათ დეველოპერებს საკუთარ პირად მიმოწერებზე აძლევდნენ წვდომას.
New York Times-ის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ Spotify-ს ყოველთვიურად 70 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირად მიმოწერაზე ჰქონდა წვდომა. Spotify და Netflix-ი ირწმუნებიან, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მსგავს ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი, შესაბამისად არაფერში არ გამოუყენებიათ ეს მონაცემები. აღნიშნულს ამტკიცებს Facebook-იც და აცხადებს, რომ ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ამ ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები.
ეს არ არის Facebook-ის პირველი სკანდალი პირადი მონაცემების გასაჯაროვების კუთხით. კომპანია ჯერ კიდევ ცდილობს, რეპუტაცია აღიდგინოს კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უშედეგოდ.
ასევე ნახეთ: Facebook-ის ხარვეზით 6.8 მილიონი მომხმარებლის პირადი ფოტოები გასაჯაროვდა
კომენტარები