Thumbnail

შექმნილია იმპლანტატი, რომელიც ჭარბწონიანობას ებრძვის

  • იმპლანტატი გამოსცემს ელექტრო იმპულსს, რომელსაც “ტვინის” მოტყუება შეუძლია
  • მეცნიერები ამბობენ, რომ გამოგონება ჭარბწონიანებს წონაში დაკლებაში დაეხმარებათ

სტატისტიკის მიხედვით ჭარბწონიანობა მსოფლიოში 700 მილიონამდე ადამიანს აწუხებს. ჭარბწონიანობასთან ბრძოლის “ტრადიციული” მეთოდები, როგორიცაა დიეტა ან სპორტი ყველასთვის შედეგის მომტანი არ არის.

ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მიკროსკოპული იმპლანტატი, რომელიც ჭარბწონიანებს დაკლებაში დაეხმარებათ. იმპლანტატი მცირე ინვაზიური პროცედურის მეშვეობით ადამიანის კუჭთან თავსდება. ის გარკვეულ ელექტრო იმპულსს გამოსცემს, რომელსაც ტვინის “მოტყუება” შეუძლია. ტვინში გადაიცემა სიგნალები, რომლებიც იტყობინებიან, რომ მცირე პორციის მირთმევის შემდეგაც კი კუჭი სავსეა.

ჭამის დროს იმპლანტატი ახდენს ნერვის სტიმულირებას, რომელიც აკავშირებს ტვინსა და კუჭს. ეს იმპულსები კი ტვინს აიძულებენ იფიქროს, რომ კუჭში ხვდება იმაზე მეტი საკვები, ვიდრე სინამდვილეში. ამგვარად შესაძლებელია  შიმშილის გრძნობის ჩახშობა და წონაში დაკლება. იმპლანტატი  ჭარბწონიანს დაეხმარება შეამციროს საკვების პორცია ისე, რომ ამის შეგრძნება არ ჰქონდეს-ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი სიუდუნ ვანი.

პირველი ექსპერიმენტები მეცნიერებმა ვირთხებზე ჩაატარეს. გაირკვა, რომ მღრნელებმა სხეულის მასის 40 პროცენტი დაკარგეს, რადგან იმაზე გაცილებით ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე ადრე. 12 კვირის შემდეგ იმპლანტატები ცხოველების ორგანიზმიდან ამოიღეს, რის შემდეგაც ვირთხებმა ჩვეულებრივად გააგრძელეს კვება. მეცნიერები ექსპერიმენტს უფრო დიდ ცხოველებზე ჩაატარებენ  და წარმატების შემთხვევაში ადამიანებზე გამოცდიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები