Thumbnail

$100 000 მას, ვინც ერთი წელი სმარტფონის გარეშე გაძლებს - Vitaminwater-ის ექსპერიმენტი

  • კომპანია 100 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც ერთი წელი სმარტფონის გარეშე იცხოვრებს
  • ექსპერიმენტის მონაწილეს მხოლოდ ფიჭური ტელეფონი ექნება

ახალი სოციალური ექსპერიმენტის ფარგლებში, Coca-Cola-ს შვილობილი კომპანია Vitaminwater 100 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 365 დღის განმავლობაში სმარტფონის გარეშე გაძლებს.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველმა Twitter-ზე ან Instagram-ზე უნდა ატვირთოს თავისი ფოტო ჰეშთეგებით #nophoneforayear და #contest, და განმარტოს, თუ რატომ სურს ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. 

Vitaminwater აირჩევს ერთ მონაწილეს, რომელსაც სმარტფონზე უარის თქმა მოუწევს და მის ნაცვლად ჩვეულებრივ, ფიჭურ ტელეფონს მიიღებს, რომელსაც მხოლოდ ზარების მიღება შეუძლია. კომპანია მონაწილეს სიცრუის დეტექტორზეც შეამოწმებს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ექსპერიმენტის მონაწილე სხვა მოწყობილობების გამოყენებას.
 
განცხადების გაგზავნა 2019 წლის 8 იანვრამდეა შესაძლებელი.
 
 
 

კომენტარები

ბოლო ამბები