Thumbnail

ელონ მასკის კომპანიამ პირველი მიწისქვეშა გვირაბი გახსნა

  • The Boring Company-ს პირველი მიწისქვეშა გვირაბის სიგრძე ორი კილომეტრი და 300 მეტრია
  • გვირაბში ავტომობილი რელსებზე გადაადგილდება  

ლოს ანჯელესში ილონ მასკის კომპანია The Boring Company-მ პირველი მიწისქვეშა გვირაბი გახსნა.პროექტის ღირებულება 10 მილიონი დოლარია. გვირაბის სიგრძე 2 კილომეტრი და 300 მეტრია, სიგანე 4,3 მეტრი.

გვირაბში პირველად  Tesla-ს ავტომობილმა გაიარა. თავდაპირველად მანქანა მეტალის კონტეინერში შედის, რომლითაც ლიფტის საშუალებით მიწისქვეშ ეშვება. გვირაბის გახსნამდე ფიქრობდნენ, რომ Tesla-ს ავტომობილები მოძრაობისას რელსებზე განლაგებულ სპეციალურ პლატფორმებს გამოიყენებდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილი რელსებზე დამოუკიდებლად გადაადგილდება. გამოსაწევი ბორბლები ავტომობილს ტრაექტორიის დაცვაში ეხმარება. მსგავსი სისტემა არა მხოლოდ Tesla-ზე, არამედ ავტომატური პილოტირების მქონე ნებისმიერ ელექტრომობილზე დამონტაჟდება. რელსებზე მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სისწრაფე 240 კილომეტრია. მასკი ამბობს, რომ მიწისქვეშა გვირაბში ასეთი სიჩქარით გადაადგილება ტელეპორტაციას ჰგავს. საავტომობილო მარშრუტების გარდა გვირაბს ქვეითები და ველოსიპედისტები გამოიყენებენ. გვირაბში ასევე იქნება Wi Fi-ს ქსელი.

ელონ მასკს მიწისქვეშა გვირაბის აშენების იდეა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გაუჩნდა.მან მაშინ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ხვდება ლოს ანჯელესის ქუჩებში საცობში, როდესაც Tesla-ს ოფისში მიდის. 2017 წლის თებერვლიდან The Boring Company-მ პროექტზე მუშაობა დაიწყო.

მიწისქვეშა გვირაბს კომპანიის თანამშრომლები სხადასხვა სახის  კვლევისთვის გამოიყენებენ. ეს გვირაბი დიდი პროექტის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც The Boring Company სამომავლოდ გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ქვეშ შესაძლებელია რამდენიმე სართულიანი მაგისტრალების მოწყობა. ილონ მასკს იმედი აქვს, რომ  10 წლის შემდეგ ლოს ანჯელესში სრულფასოვანი მიწისქვეშა გზატკეცილების სისტემა ამოქმედდება, რომელიც მრავალმილიონი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები