Thumbnail

კალიფორნია მთლიანად ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავა

  • კალიფორნია 2040 წლამდე სრულად გადავა ეკოლოგიურ ტრანსპორტზე
  • პროექტის მიზანი სატრანსპორტო სისტემების ეკოლოგიურობის ახალი სტანდარტის დაწესებაა

კალიფორნია 2040 წლისთვის ელექტრონულ და წყალბადზე მომუშავე ავტობუსებზე გადასვლას გეგმავს. პროცესი სტარტს 2029 წლისთვის აიღებს.

შტატის საჰაერო რესურსების საბჭომ მხარი დაუჭირა მოთხოვნას, რომლის თანახმადაც 2040 წელს კალიფორნიაში აღარ უნდა დადიოდეს ბენზინზე მომუშავე არცერთი ავტობუსი. იდეის მომხრეების თქმით, ელექტრონული და წყალბადზე მომუშავე ავტობუსები მათ ამჟამინდელ ანალოგებს ეფექტურად შეცვლიან.

"გვსურს, რომ გზაზე მოძრავი თითოეული ავტობუსი რაც შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს გარემოსთვის. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობით შევძლებთ, დავაწესოთ სტანდარტი სუფთა, ქმედითი და ინოვაციური სატრანსპორტო სისტემისთვის" - მერი ნიკოლსი, კალიფორნიის საჰაერო რესურსების საბჭოს დირექტორი

კომენტარები

ბოლო ამბები