Thumbnail

მძღოლები ავტომობილს გასაღების ნაცვლად სმარტფონით გააღებენ

  • Bosch მძღოლებს ახალ, ინოვაციურ პროგრამას Perfectly Keyless  სთავაზობს
  • ავტომობილის კარის გაღება სმარტფონში არსებული ციფრული გასაღებით მოხერხდება

კომპანია Bosch მძღოლებს ავტომობილის გასაღების სმარტფონით ჩანაცვლებას სთავაზობს. Perfectly Keyless - ასე ეწოდება პროგრამას, რომელიც გერმანულმა კომპანიამ შეიმუშავა. Bosch-ის მიერ შეთავაზებული სისტემა სმარტფონის და სპეციალური აპლიკაციის გამოყენებას გულისხმობს.

Perfectly Keyless ციფრულ გასაღებს პირდაპირ სმარტფონში ინახავს და სპეციალურად შემუშავებულ მობილურ აპლიკაციას იყენებს. როგორც კი მძღოლი მანქანასთან მიდის, ციფრული გასაღები სერვერის საშუალებით სმარტფონიდან სიგნალს გადასცემს სენსორს, რომელიც ავტომობილშია დამონტაჟებული.თუ სენსორი ამოიცნობს ციფრულ გასაღებს, სისტემა გადასცემს სიგნალს კარების ბლოკირების მართვის ციფრულ ბლოკში და აღებს კარებს.

აღსანიშნავია, რომ მძღოლს სმარტფონის ჯიბიდან ამოღებაც კი არ დასჭირდება.სენსორები ციფრულ გასაღებს კითხულობენ იმ შემთხვევაშიც კი თუ სმარტფონი ჯიბეში ან ჩანთაში დევს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტელეფონს დაკარგავთ ან მას ვინმე მოგპარავთ? Bosch-მა მსგავსი სიტუაციაც გაითვალისწინა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილის მფლობელს ციფრული გასაღების დეაქტივაცია ინტერნეტით შეუძლია.სიახლეს Bosch 2019 წელს ლას-ვეგასში გამართულ საერთაშორისო გამოფენა CES 2019-ზე წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები