Thumbnail

მომავლის სოციალური ქსელი ტვინებს შორის პირდაპირ კავშირს დაამყარებს

  • მეცნიერები მუშაობენ სოციალურ ქსელზე, რომელიც ადამიანის ტვინებს დააკავშირებს
  • სოციალური ქსელის პირველადმა შემოწმებამ წარმატებით ჩაიარა

შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ სოციალურ ქსელი უკვე ჩვენს შინაგან სამყაროშიც კი იჭრება, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ფიზიკოსები და ნევროლოგები მუშაობენ მსოფლიოში პირველ სოციალურ ქსელზე, რომელიც ელექტრო ენცეფალოგრამის დახმარებით უშუალოდ ადამიანების ტვინებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ელექტრო ენცეფალოგრამა ტვინის აქტივობას ჩაიწერს, ხოლო მისი გადაცემა ტვინებს შორის ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაციით მოხდება. 

ქალაქ სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ BrainNet ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოსცადეს ადამიანების მცირე ჯგუფზე.  

„ტექნოლოგიის გამოცდის პირველადი შედეგები გვაჩვენებს, რომ სოციალური ქსელით ტვინებს შორის კავშირის დამყარება რეალისტურია“ - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები

ამ ეტაპზე სოციალური ქსელით მხოლოდ ტვინის მარტივი სიგნალები გადაიცემა, როგორიცაა „კი“ ან „არა“, თუმცა მეცნიერების თქმით საწყის ეტაპზე ეს მიღწევაც დიდი წარმატებაა და უკვე ხედავენ ტვინების სოციალური ქსელის სამომავლო განვითარების გზებს. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები