Thumbnail

ჩინეთი ელექტრომობილების წარმოების განვითარებას გეგმავს

  • ჩინეთის მთავრობა ელექტრომობილების წარმოებას პრიორიტეტულ სფეროდ ასახელებს
  • მთავრობა ელექტრომობილების მწარმოებლებს შეღავათებს აძლევს

1966-1976 წლებში კულტურულმა რევოლუციამ ჩინეთში ფართომასშტაბიანი რეპრესიები გამოიწვია.ამ დროს უდიდესი ზიანი მიადგა ეკონომიკას, კულტურას და განათლების სფეროს. 80-იანი წლებიდან ჩინეთმა დასავლური კომპანიებისათვის საკუთარი ბაზარი გახსნა. შედეგად ჩინურმა კომპანიებმა დასავლური ტექნოლოგიების ათვისება მოახერხეს.ეკონომიკის სხვა სფეროებთან ერთად  ჩინეთის საავტომობილო მრეწველობაც სწორედ ამ პერიოდში განვითარდა. თუმცა ადგილობრივი ავტომწარმოებლები ძირითადად დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდნენ და ამერიკულ, ევროპულ ან იაპონურ ავტოგიგანტებთან კონკურენციას ვერ ახერხებდნენ.

ელექტრომობილების წარმოება ის მიმართულებაა, სადაც ჩინეთს იმედი აქვს, რომ მსოფლიო ლიდერი გახდება.ჩინეთის მთავრობა ხელს უწყობს და შეღავათებს აძლევს კომპანიებს, რომლებიც ელექტროძრავების წარმოებაზე მუშაობენ. შეიმუშავეს სახელმწიფო გეგმა, რომლის მიხედვითაც ელექტრო ტრანსპორტის განვითარება 2025 წლისთვის ქვეყნის 10 უმთავრეს პრიორიტეტს შორის შედის. 2013 წლიდან ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებაზე თითქმის 500-მდე კომპანია მუშაობს. ისინი სახელმწიფოსგან სუბსიდიებს იღებენ.

აღსანიშნავია რომ აღმოსავლეთ ჩინეთის მრავალმილიონიან მეგაპოლისებში მთავრობა ავტომობილის სანომრე ნიშნების გაცემას ზღუდავს. მაგალითად, პეკინში სანომრე ნიშნებს სპეციალური ლატარიით ათამაშებენ. შანხაიში კი სანომრე ნიშნის აღება ხშირად ავტომობილის ფასს აღემატება. მსგავსი ზომები დიდ ქალაქებში გარემოს უკიდურესად დაბინძურების გამო შემოიღეს. ჩინეთის მთავრობა ელექტრომობილების მწარმოებლებს დაპირდა, რომ მათი პროდუქციისთვის სანომრე ნიშნებს უფასოდ დაარიგებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები