Thumbnail

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი სავარაუდოდ მილიონობით ადამიანს გადაარჩენს

  • “იმუნური უჯრედის ბანკი” შეინახავს ჯანმრთელი ადამიანების იმუნურ უჯრედებს, რომლებიც საჭიროებისამებრ საავადმყოფოებში გადაიგზავნება
  • მკურნალობის მსგავსი მიდგომა დღეისთვის ყველაზე ოპტიმალურად ითვლება
  • მკურნალობის მეთოდი პაციენტებისთვის მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კიბოს განკურნების მეთოდი, რომელიც უცხო ადამიანების იმუნური უჯრედების პაციენტებისთვის გადანერგვას გულისხმობს, სამომავლოდ მილიონობით ადამიანს გადაარჩენს. მკურნალობის მეთოდი, რომლის გამოცდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პაციენტის იმუნიტეტს ქიმიოთერაპიის უარყოფითი გვერდითი მოვლენების გარეშე გააძლიერებს.

ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მკვლევარები იმუნური უჯრედების პირველ ბანკზე მუშაობენ, რომელიც ჯანმრთელი ადამიანების ე.წ. ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს შეინახავს და საჭიროების შემთხვევაში მათ პირდაპირ საავადმყოფოებში გადააგზავნის. უჯრედის პაციენტში გადატანის მომენტიდან მისი იმუნური სისტემა სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. 
 
კრიკის ინსტიტუტის იმუნური ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ადრიან ჰეიდეის თქმით, მკურნალობის მეთოდის გამოცდა ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა იმუნური ბანკის შესაქმნელად ყველა პირობა აქვთ. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინაც კი რთული წარმოსადგენი იყო, რომ იარსებებდა მეთოდი, რომელიც კიბოს უჯრედებს მათზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე გააქრობდა. 

დღესდღეობით, ამ მიმართულებით თითოეული კვლევა თუ მკურნალობის მეთოდის გამოცდა ორიენტირებულია პაციენტების ორგანიზმის უნარის გაძლიერებაზე, თავად შეებრძოლოს დაავადებას. - ადრიან ჰეიდეი

მკვლევარების თქმით, მკურნალობის მეთოდი პაციენტებისთვის მომავალი წლიდან გახდება ხელმისაწვდომი. 

წყარო: Daily Mail
 

კომენტარები

ბოლო ამბები