Thumbnail

amazon 3 ათასი ავტომატიზირებული მაღაზიის გახსნას გეგმავს

  • Amazon-ის ავტომატიზირებულ მაღაზიას მოლარე არ ჰყავს
  • სუპერმარკეტში პროდუქციის შეძენა აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ შეიძლება

2021 წლამდე Amazon 3 ათასამდე სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს, რომლებიც სალარო აპარატის და მოლარის გარეშე იმუშავებენ. პირველი ავტომატიზირებული მაღაზია კომპანიამ სიეტლში 2016 წელს გახსნა. 2018 წელს Amazon-ის ავტომატიზირებული სუპერმარკეტები შეერთებული შტატების კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში გაიხსნა.

იმისათვის, რომ ასეთ მაღაზიაში მოხვდეს, მომხმარებელმა ჯერ მობილურ ტელეფონზე აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, სუპერმარკეტის შესასვლელთან კი გაჯეტი სპეციალურ მოწყობილობასთან ახლოს მიიტანოს. ამის შემდეგ შესაძლებელია მაღაზიაში შესვლა და ნებისმიერი საჭირო ნივთის კალათაში მოთავსება.მომხმარებელს პროდუქტის შეძენის შემდეგ რიგში დგომა აღარ უწევს. ჭკვიანი სენსორების და სკანერების სისტემა, რომელიც მაღაზიაშია დამონტაჟებული, თავად განსაზღვრავს ნივთს და მის ღირებულებას. მაღაზიიდან გამოსვლის დროს შეძენილი ნივთების ღირებულება ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის ანგარიშიდან.

როგორ მუშაობს Amazon-ის ავტომატიზირებული სუპერმარკეტი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები