Thumbnail

2018 წელი კოსმოსის კვლევის თვალსაზრისით წარმატებული იყო. სხვადასხვა კოსმოსური მისიების და დედამიწაზე განლაგებული ტელესკოპების საშუალებით კოსმოსური ობიექტების არაერთი საინტერესო ფოტო გადაიღეს. გთავაზობთ 2018 წელს კოსმოსში გადაღებულ 10 გამორჩეულ ფოტოს.

ელონ მასკის Tesla Roadster, რომელიც მანეკენ- ასტრონავტ Starman-თან ერთად  2018 წლის 6 თებერვალს კოსმოსში რაკეტა-მატარებელმა Falcon Heavy-მ გაიყვანა.
ლაგუნის ნისლეული-გიგანტური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ლაგუნის ნისლეული დედამიწიდან 4 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ფოტო გადაღებულია 2018 წლის თებერვალში კოსმოსურ ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ.
ეტა კილიას ნისლეული დედამიწიდან 6500-დან 10 000-მდე სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ფოტო გადაღებულია ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ტელესკოპ Vista-ს საშუალებით.
კოსმოსურ აპარატ InSight-ის პირველი  “სელფი” მარსზე.InSight კოსმოსში ბაზა ვანდენბერგიდან  2018 წლის 5 მაისს გაუშვეს. აპარატი წითელ პლანეტაზე 2018 წლის 26 ნოემბერს დაეშვა.
ამ პანორამულ ფოტოზე, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” გადაიღო, მოჩანს 15 000 გალაქტიკა.
2018 წლის დასაწყისში გადაღებული სატურნის ფოტო.
იუპიტერის ფოტო, რომელიც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Juno-მ გადაიღო. Juno იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლის ივლისში გავიდა.
მარსის  ფოტო კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” 2018 წლის 18 ივლისს გადაიღო, იმ პერიოდში, როდესაც წითელი პლანეტა 2003 წლიდან მოყოლებული დედამიწასთან ყველაზე ახლოს იყო განლაგებული.
გალაქტიკა NGC 3981, რომელიც ჩილეში განლაგებულმა ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ტელესკოპმა სახელწოდებით Very Large Telescope გადაიღო.
ფოტო, რომელიც ორბიტალურმა კოსმოსურმა აპარატმა Mars Reconnaissance Orbiter გადაიღო. ფოტოზე მოჩანს მარსის კრატერი. კრატერის მარჯვნივ მდინარის ამომშრალი კალაპოტია. ეს არის მტკიცებულება, რომ ერთ დროს მარსზე თხევადი წყალი არსებობდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები