Thumbnail

ჩინური კოსმოსური აპარატი მთვარის უკანა მხარეს დაეშვა

  • კოსმოსური აპარატი ‘ჩანე 4” მთვარის უკანა მხარეს, სამხრეთ პოლუსთან დაეშვა
  • აპარატი მთვარის უცნობ ნაწილს დეტალურად შეისწავლის

ჩინური აპარატი “ჩანე 4 “ პირველი კოსმოსური ხომალდია, რომელმაც მთვარის უკანა მხარეს დაშვება მოახერხა. “ჩანე 4” რბილად დაეშვა დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსთან  და მთვარის ამ დრომდე გამოუკვლეველი ნაწილის ფოტოები გადაიღო.

ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მხოლოდ ერთი მხრითაა დედამიწისკენ მოქცეული. პირველად მთვარის უკანა მხარის ფოტო 1959 წელს საბჭოთა ხელოვნურმა თანამგზავრმა “ლუნა 3”- მა გადაიღო. მაგრამ დედამიწის თანამგზავრის ამ ნაწილში კოსმოსური აპარატის დასმას 2019 წლამდე ვერავინ ახერხებდა.

"ჩანე 4” კოსმოსში 2018 წლის 7 დეკემბერს გაუშვეს. 112 საათის შემდეგ მან მთვარის ორბიტას მიაღწია და ჩინეთის კოსმოსური ფრენების ცენტრმა აპარატის დედამიწის თანამგზავრზე დაშვების მისიის განხორციელება დაიწყო.

კოსმოსურ აპარატ “ჩანე 4” -ს გააჩნია მთვარემავალი, რომელიც ტერიტორიას დეტალურად შეისწვალის, ჩაატარებს გეოლოგიურ და ასტროფიზიკურ ექსპერიმენტებს. ის, რომ მთვარის უკანა მხარის დედამიწიდან დანახვა შეუძლებელია, მისიას დამატებით სირთულეებს უქმნის, პირველ რიგში კომუნიკაციის კუთხით. აპარატთან კავშირი ორბიტალური თანამგზავრ- რეტრანსლიატორის “ცუეცაოს” საშუალებით ხდება. “ჩანე 4”-ის დაშვების ადგილი მთვარის სამხრეთ პოლუსთან არსებული კრატერ კარმანის ტერიტორია დედამიწის თანამგზავრის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტრუქტურაა. მისი შესწავლა მეცნიერებს დაეხმარებათ უფრო მეტი გაიგონ მთვარის წარმოშობაზე.

"ჩანე 4”-ის მისიის წარმატება ჩინეთის იმიჯისთვის  მნიშვნელოვანი მოვლენაა. ოფიციალურ პეკინის სურს კოსმოსის ათვისება ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცეს და კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს, ევროპას და რუსეთს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები