Thumbnail

Facebook-ი კონკრეტული სიტყვების შემცველი კომენტარების დაბლოკვის ფუნქციას ცდის

  • Facebook-ი მომხმარებლის მიერ წინასწარ შერჩეული სიტყვების შემცველ კომენტარებს დაბლოკავს
  • ფუნქციის მიზანი ბულინგისა და შევიწროვების შემთხვევების შემცირებაა

Facebook-ი პლატფორმისთვის ახალი ფუნქციის დამატებაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მის გვერდზე დაწერილი კომენტარების შინაარსი მეტად გააკონტროლოს. მომხმარებლებს შეეძლებათ, დაბლოკონ სასურველი ფრაზები, სიტყვები და ემოჯები, ხოლო თუკი მათ პროფილზე დაბლოკილი სიტყვების შემცველი კომენტარი დაიწერება, სისტემა კომენტარს ავტომატურად გააქრობს. ფუნქციის მიზანი ბულინგისა და შევიწროვების შემთხვევების შემცირებაა.

კომენტარების გაფილტვრის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Instagram-ზე სექციაში Settings → Comment Settings. ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ კონკრეტულ ადამიანებს კომენტარის დაწერა შეუზღუდოთ, დამალოთ შეურაცხმყოფელი კომენტარები და მიუთითოთ სიტყვები და ფრაზები, რომელთა შემცველი კომენტარები სამომავლოდ დაიბლოკება.

წყარო: newsfeed.org

კომენტარები

ბოლო ამბები