Thumbnail

მარკ ცუკერბერგმა ტვინის იმპლანტების შესაქმნელად Facebook-ის წილი გაყიდა

  • მარკ ცუკერბერგი და მისი ცოლი 5 მილიარდ ევროს მედიცინის განვითარებაში აბანდებენ
  • მათი საბოლოო მიზანი მსოფლიოში ყველა დაავადების განკურნებაა

Facebook-ის წილების გაყიდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა, პრისცილა ჩანმა კვლევითი პროგრამა, Chan-Zuckerberg Initiative (CZI) 5 მილიარდი ევროთი დასაფინანსეს.

კვლევითი პროგრამის ერთი ნაწილი გულისხმობს ტვინის იმლანტის შექმნაზე მუშაობას, რომელიც ტვინის იმპულსებს “ბრძანებებად” გარდაქმნის. მოწყობილობა წარმატებით გამოსცადეს მაიმუნებზე - მისი დახმარებით მაიმუნების ტვინის იმპულსების ჩაწერა, სტიმულაცია და მათი მოძრაობების მართვა შეძლეს. მკვლევარების თქმით, ამ ტექნოლოგიით ადამიანების სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის ეპილეფსიისგან და პარკინსონის დაავადებისგან განკურნავენ.

მარკ ცუკერბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ იდეის  განხორციელებას სკეპტიკურად, Chan-Zuckerberg Initiative-ის მიზანი სამომავლოდ მსოფლიოში ყველა დაავადების განკურნვაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები