Thumbnail

როლს როისი რეკორდულად სწრაფი ელექტრო თვითმფინავის შექმნაზე მუშაობს

  • ახალი ელექტრო თვითმფრინავი 480 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს
  • პირველი ფრენა 2020 წელს შესრულდება

როლს როისი რეკორდულად სწრაფი ელექტრო თვითმფრინავის, ACCEL-ის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც 480კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. ახალი თვითმფრინავის პირველი ფრენა 2020 წელს შესრულდება. ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავის ელემენტის ერთხელ დატენვა სრულიად საკმარისი იქნება ლონდონსა და პარიზს შორის ფრენის შესასრულებლად.

“თვითმფრინავი უახლესი თაობის ელექტულ სისტემასა და ავიაციის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ელემენტზე იმუშავებს.” - მეთიუ პარი, პროექტის მენეჯერი

როლს როისი იმედოვნებს, ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავის შექმნისთვის გინესის რეკორდების წიგნში შევა. ამჟამინდელი რეკორდი კომპანია Siemens-მა 2017 წელს დაამყარა - კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრო თვითმფრინავი საათში 338 კილომეტრს გადის. ACCEL-ის მიერ ამ რეკორდის მოხსნა სრულიად რეალისტურია.

ნახეთ ვიდეო:

ასევე ნახეთ: ელექტრო თვითმფრინავების ავიაციაში დანერგვა შორეული პერსპექტივაა

კომენტარები

ბოლო ამბები