Thumbnail

ანტარქტიდაში უცნობი ტბის შესასწავლად კილომეტრის სისქის ყინული გაბურღეს

  • მერსერის ტბა ყინულქვეშა ტბაა, რომელიც ანტარქტიდაში 10 წლის წინ აღმოაჩინეს
  • ტბიდან სინჯების ასაღებად კილომეტრიანი ყინულის საფარის გაბურღვა დასჭირდათ

ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ 400-მდე ტბა მდებარეობს. ერთ-ერთი ამ დრომდე შეუსწავლელი ყინულქვეშა ტბა მერსერი ყველაზე ცივი კონტინენტის დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. ტბა 10 წლის წინ კოსმოსური თანამგზავრის საშუალებით აღმოაჩინეს.

ორგანიზაცია სახელწოდებით Subglacial Antarctic Scientific Access( SALSA) ანტარქტიდის ყინულქვეშა ტბებს სწავლობს. SALSA-მ  გადაწყვიტა მერსერის ტბის შესასწავლად ექსპედიცია გაეგზავნა. ექსპედიციას რთულად შესასრულებელია მისია ჰქონდა, ვინაიდან ტბა ყინულის ქვეშ, ერთი კილომეტრის სიღმეზეა განლაგებული.კილომეტრიანი ყინულის ფენის გასათხრელად მეცნიერებმა მაღალწნევიანი საბურღი ტექნიკა გამოიყენეს. მხოლოდ ამ ინსტრუმენტის და დამატებითი ხელსაწყოების მასა 500 ტონას აღემატებოდა. ხელსაწყოების ანტარქტიდის სადგურ მაკ მერდოდან ტბამდე გადატანას ორი თვე დასჭირდა.

ექსპედიციის წევრებმა წინასწარ ყველა ინსტრუმენტის სტერილიზაცია ჩაატარეს, რომ ტბის დაბინძურება არ მომხდარიყო. საბურღმა ტექნიკამ ტბის ზედაპირამდე ჩასასვლელად 1084 მეტრის ფენის ყინული გაჭრა. მეცნიერებმა ტბიდან ნიმუშები აიღეს, რომლებიც გამოსაკვლევად გადააგზავნეს. ექსპედიციის დროს გაირკვა, რომ მერსერის ტბის ფართობი 160 კვადრატული კილომეტრია, სიღმე კი 10-15 მეტრი.ტბა სავარაუდოდ 10 000 წლის წინ წარმოიქმნა.მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ  ტბაში ცოცხალი ორგანიზმები არსებობდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები