Thumbnail

“ჩასაცმელი რობოტის” დახმარებით მძიმე ნივთების მარტივად გადაადგილება შეიძლება

  • ჩასაცმელი რობოტის დახმარებით ადამიანი ნივთის რეალურ სიმძიმეს ვერ გრძნობს
  • ტექნოლოგია უმეტესწილად მშენებლობებზე მუშების საქმის გამარტივებაზეა გათვლილი

Sarcos Robotics-ის მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური “ჩასაცმელი რობოტი” ადამიანს საშუალებას აძლევს, 90 კილოგრამამდე სიმძიმის საგანი მარტივად აიღოს და გადააადგილოს. ელემენტზე მომუშავე "ჩასაცმელი რობოტის" დახმარებით, 90 კგ-იანი ნივთის ხელში აღების შემთხვევაში ადამიანი თავს ისე იგრძნობს, თითქოს 4.4 კგ-იანი ნივთი უჭირავს ხელში. ტექნოლოგია უმეტესწილად გათვლილია სამშენებლო კომპანიებზე, მშენებლობებზე მუშებისთვის სამშენებლო მასალების გადაადგილების გასამარტივებლად. რობოტის სერვისის წინასწარი შეკვეთა კომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია.

Sacros Robotics-მა შეძლო ის, რაც ამ დრომდე სხვა კომპანიებმა ვერ შეძლეს - შევქმენით რობოტი, რომელიც რეალურად სასარგებლო საქმეს აკეთებს” - Sarcos Robotics-ის დირექტორი ბენ ვულფი

სავარაუდოდ, რობოტები საცალოდ არ გაიყიდება, თუმცა კომპანიები შეძლებენ შეუკვეთონ სრული სერვისი, რაც რობოტის ინსტალაციას და მის გამოყენებაში დახმარებას გულისხმობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები