Thumbnail

Airbus-მა საზღვაო ტრანსპორტისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგია შექმნა

  • Airbus-ის ტექნოლოგია საზღვაო ტრანსპორტის ხარჯებს შეამცირებს
  • “ჭკვიანი აფრების” სისტემა ავტონომიურია და ადამიანის ჩარევის გარეშე ფუნქციონირებს

Airbus ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ავიამშენებელი კომპანია, თუმცა ის საზღვაო გადაზიდვებითაც არის დაკავებული. სწორედ ამ მიზნით Airbus-მა კომპანია Airseas შექმნა. Airseas-ს სპეციალისტებმა ცოტა ხნის წინ საინტერესო გამოგონება წარმოადგინეს: “ჭკვიანი აფრები”, რომლებიც საზღვაო რეისებს ენერგოეფექტურს გახდის და  შეამცირებს ოკეანის დაბინძურებას.

Airbus საზღვაო გადაზიდვებს ძირითადად ატლანტის ოკეანეში, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ანხორციელებს. სწორედ ამ გემებზე გამოიყენებენ ეგრეთ წოდებულ “ჭკვიან აფრებს”. თითოეული აფრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე დამონტაჟებულია  სპეციალური სენსორები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ ამინდიდან და ქარის მიმართლებიდან გამომდინარე როდის უნდა გაიშალოს აფრა. როდესაც მისი ეფექტურობა ეცემა, აფრა გემის კორპუსში იკეცება. სისტემა თავიდან ბოლომდე ავტონომიურია და ადამიანი მის მუშაობაში მონაწილეობას არცერთ ეტაპზე არ იღებს.

2030 წლისთვის Airbus გეგმავს  სისტემა დიდი კომერციული გემების მინიმუმ 10 პროცენტზე დაამონტაჟოს. Airbus-ის ინჟინრების გათვლით, მსგავსი გემების საწვავის ხარჯი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. სისტემის დამონტაჟება კი  ხარჯს 20 პროცენტით შეამცირებს. გამოგონება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან საგრძნობლად მცირდება ოკეანის დაბინძურება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები