Thumbnail

საახალწლო მილოცვის iPhone-ით გამოქვეყნების გამო Huawei-მ თანამშრომლები დააჯარიმა

  • Huawei-მ Twitter-ში საახალწლო მილოცვა iPhone-ით გამოაქვეყნა
  • ინციდენტის გამო კომპანიის მაღალი თანამდებობის პირები დააქვეითეს და ხელფასები ჩამოაჭრეს

ჩინურმა კომპანია Huawei-მ Twitter-ში საახალწლო მილოცვა iPhone-ით გამოაქვეყნა. ტვიტი სწრაფად წაიშალა, თუმცა მომხმარებლებმა სქრინშოთების გადაღება და სოციალურ ქსელებში გავრცელება მოასწრეს.

Huawei-ს უფროსმა კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა და მართვის დირექტორმა ჩენ ლიფანგმა შიდა ანგარიშში აღნიშნა, რომ „ინციდენტმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბრენდ Huawei-ს“. როგორც გაირკვა, Huawei-მ პოსტების გამოსაქვეყნებლად პიარ სააგენტო Sapient-ი დაიქირავა, თუმცა მისმა თანამშრომლებმა ვერ მოახერხეს VPN-თან კავშირის დამყარება, (ჩინეთში Twitter-ი დაბლოკილია და გლობალური კომპანიებიც კი როგორიცაა Huawei Twitter-ზე პოსტების განსათავსებლად სწორედ ამ გზას იყენებენ ), ამიტომაც საახალწლო მილოცვის დროულად გამოსაქვეყნებლად პირადი iPhone-ები გამოიყენეს.

Huawei-ს ხელმძღვანელობამ დასაჯა თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ ინციდენტის თანამონაწილეები  - დაქვეითდა ორი პასუხისმგებელი პირი, ხოლო მათი თვიური ანაზღაურება 5 000 იუანით ($728,27) შემცირდა, ასევე დააქვეითეს Huawei-ს ციფრული მარკეტინგის დირექტორი, რომლის ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში არ გაზრდიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები