Thumbnail

ჩინეთში ცათამბჯენს ააგებენ, რომელიც წვიმის წყალს და მზის ენერგიას გამოიყენებს

  • კომპანია Foster+Partners 300 მეტრიან “ავტონომიურ” ცათამბჯენს ააგებს
  • შენობაში დამონტაჟებული სისტემა წვიმის წყალს და მზის ენერგიას გამოიყენებს

ჩინურ ქალაქ შენჩჟენში კომპანია Foster+Partners 300 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენს ააგებს, რომელშიც  China Merchant Bank-ის ოფისი განთავსდება. პროექტი გამორჩეულია იმით, რომ Foster+Partners აქცენტს ცათამბჯენის “ავტონომიურობაზე” აკეთებს.

როგორც არქიტექტორები აცხადებენ, ცათამბჯენთან წყლის კომუნიკაციების მიყვანა საჭირო არ იქნება. სპეციალური სისტემა წვიმის დროს წყლის დაგროვებას მოახდენს, რაც შენობას წყლის მარაგით  სრულად დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, ცათამბჯენს ექნება მზის სითბოს აკუმულირების სისტემა. ეს სისტემა მოახდენს წყლის და შენობის ნაწილის გათბობას.

ეს ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ სავსებით განხორციელებადი პროექტია. როდესაც მას დავასრულებთ, შენობა ბანკის სტატუსის გამოხატულება იქნება- განაცხადა  Foster+Partners ხელმძღვანელმა გრანტ ბრუკერმა.

შენობის საერთო ფართობი 130 ათასი კვადრატული მეტრია. ცათამბჯენი დაკავშირებული იქნება მეტროსთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროსთან. მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობას ჩინეთის მთავრობაც იღებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები