Thumbnail

Infiniti-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარმოადგინა

  • Infiniti-ს პირველი ელექტრომობილი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა
  • 2025 წლისთვის ელექტრომობილების წილი Infiniti-ს  წარმოებაში 50 პროცენტამდე გაიზრდება

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Infiniti-მ ელექტრომობილ QX Inspiration-ის წარდგენა დაანონსა. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია 14 იანვარს დეტროიტის ავტოგამოფენაზეა დაგეგმილი, მანამდე კი ინტერნეტში QX Inspiration-ის ფოტოები გავრცელდა.Infiniti აქამდე  სხვადასხვა  ჰიბრიდულ მოდელებს უშვებდა. Nissan-გან განსხვავებით, რომელმაც ელექტრომობილების წარმოება ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო, მისი ქვებრენდი ელექტრომობილებზე აქცენტს არ აკეთებდა.

QX Inspiration-ს ფუტურისტული ექსტერიერი აქვს.ინტერიერი შესრულებულია ხელით, იაპონური  ტრადიციული ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Infiniti-სთვის QX Inspiration ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს და ახალი ტექნოლოგიებით  გაჩნდა შესაძლებლობა სრულებით შეეცვალათ დიზაინის ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილზე სარკეებს მინიატურული კამერები შეცვლიან.

QX Inspiration ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია  ჯერჯერობით არ ვრცელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2025 წლისთვის ელექტრომობილების წილი Infiniti-ს  წარმოებაში 50 პროცენტამდე გაიზრდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები