Thumbnail
  • ლას ვეგასში ფუტურისტული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • თვითმართვად ტესლასთან შეჯახების შედეგად რობოტი დაზიანდა

6 იანვარს ლას ვეგასში მომხდარ ინცინდენტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ფუტურისტული ავტოსაგზაო შემთხვევა. ქალაქის ცენტრში ტესლას თვითმართვადი ავტომობილი გზაზე რობოტს დაეხაჯა. ინციდენტში მონაწილე რობოტს ტექნოლოგიურ გამოფენა CES-ზე წარსადგენად ამზადებდნენ. რობოტი გადაადგილების დროს გზას აცდა და სამანქანო გზაზე გადავიდა, რა დროსაც მას ტესლას Model S დაეჯახა. ავტომობილი თვითმართვადი ტექნოლიით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, თუმცა მასში ერთი ადამიანი იჯდა. 

მანქანა თვითმართვის რეჟიმზე მყავდა გადაყვანილი. მოულოდნელად გზაზე რობოტი გამოჩნდა. ვიფიქრე, მანქანა მას გვერდს აუვლიდა, თუმცა სამწუხაროდ რობოტს დავეჯახეთ- ამბობს ავტომობილის მგზავრი.

გავრცელდა მოსაზრება, რომ მომხდარი მარკეტინგული სვლაა რობოტის შემქმნელი კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად.თუმცა, ასეც რომ იყოს, ნაკლებად სავარაუდოა ამ ფაქტთან ტესლას ხელმძღვანელობის ან თავად ელონ მასკის კავშირი, რადგან ინციდენტი კომპანიის თვითმართვადი ავტომობილების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. 

რობოტის შემქმნელების თქმით, ის  აღდგენას არ ექვემდებარება და შესაბამისად დაგეგმილ ფორუმზე მისი წარდგენა ვეღარ მოხერხდება.

ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები