Thumbnail

კომპანია Royole-მა დასაკეცი სმარტფონი FlexPai წარადგინა

  • ნაკლებად ცნობილმა კომპანია Royole-მა  CES 2019-ზე დასაკეცი სმარტფონი წარადგინა
  • ინოვაციის მიუხედავად, სმარტფონს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები აქვს

ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენა Consumer Electronic Show 2019-ზე, რომელიც ლას-ვეგასში იმართება კომპანია Royole-მა დასაკეცი სმარტფონი წარადგინა. 

ტელეფონი აღჭურვილია Snapdragon 855-ის უახლესი პროცესორით, 6/128 ან 8/256 გიგაბაიტიანი მეხსიერებით, 16 და 20 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერით, მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9.0-ზე, თუმცა მთავარი სიახლე 7,8-დიუმიანი დასაკეცი AMOLED-დისპლეია. 

CES 2019-ზე Royole-მა სმარტფონის ის ვერსია წარადგინა, რომელიც ჩინეთში უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 1500 დოლარს შეადგენს, თუმცა მოწყობილობას თავისი მინუსებიც აქვს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელს გაჯეტი გაშლილი მდგომარეობიდან „ტელეფონის“ რეჟიმში გადაჰყავს, რომელიმე აპლიკაციას ხსნის და აპარატს უკანა მხარეს აბრუნებს იქ მხოლოდ ცარიელ ეკრანს ხედავს. ეს სავარაუდოდ პროგრამული უზრუნველყოფის ბრალია.

CES 2019-ზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ გაშლილ მდგომარეობაში FlexPai-ს არ აქვს ეკრანის გამაგრების მექანიზმი. უარყოფითი შეფასებები მიიღო აპარატის კამერამაც, რომელიც წარდგენილი მახასიათებლების მიუხედავად ძალიან ცუდად იღებს. Royole-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტექნიკურად აპარატი გამართულია, თუმცა პროგრამულ უზრუნველყოფას ოპტიმიზირება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები