Thumbnail

რუსი სტარტაპერები რეკლამების ცაში გაშვებას გეგმავენ

  • სტარტაპერები გიგანტური რეკლამების ღამის ცაზე გამოსახვას გეგმავენ
  • პროექტის განხორციელება შესაძლოა საკანონმდებლო რეგულაციებით შეიზღუდოს

რუსული სტარტაპი StarRocket მინიატურული სატელიტების, CubeSats-ის გამოყენებით კომერციული რეკლამების ღამით ცაზე გამოსახვას გეგმავს. პროექტის ხელმძღვანელის, ვლად სიტნიკოვის თქმით, ღამის ცის ათვისება სარეკლამო ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისკენ ლოგიკური ნაბიჯია. 

ჩვენ მალე ვიცხოვრებთ კოსმოსში, შესაბამისად ადამიანები თავიანთ კულტურას კოსმოსში გადაიტანენ. გასართობი და სარეკლამო ინდუსტრია კი სწორედ ამ კულტურის ნაწილია. - ვლად სიტნიკოვი

პროექტის კონცეფცია:

სტარტაპერების თქმით, ცაში რეკლამებს 2021 წლიდან გაუშვებენ, თუმცა რეკლამის განთავსების სავარაუდო საფასურს ჯერ არ აკონკრეტებენ.

კოსმოსური და სატელიტური რეგულაციების ექსპერტის, რენდი სეგალის თქმით, პროექტი შესაძლოა ტექნიკურად რეალისტურია, თუმცა სავარაუდოა, რომ სტარტაპერები საკანონმდებლო სირთულეებს გადააწყდებიან, განსაკუთრებით ავიაციის უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
 

კომენტარები

ბოლო ამბები