- Android 10 Q-ს გამოსვლა 2019 წლის მაისშია დაგეგმილი
- ოპერაციულ სისტემას რამდენიმე ახალი ფუნქცია ექნება, მათ შორის Multi-Resume და გლობალური ღამის რეჟიმი
მობილური ოპერაციული სისტემის - Android 10 Q-ს პირველი ვერსია მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ანდროიდის დეველოპერთა გუნდი აქტიურად ტესტავს პლატფორმის მომდევნო ვერსიას. ამის შესახებ გამოცემა Gizchina წერს.
გასულ წელს კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციაზე მომავალი ოპერაციული სისტემის რამდენიმე ახალი ფუნქცია წარადგინა, მათ შორის Multi- Resume, რომელიც რეჟიმ Split-Screen-ში ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
ასევე, Android 10 Q-ს ექნება გლობალური ღამის რეჟიმი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ტელეფონის მენიუში და მთლიან სამომხმარებლო ინტერფეისს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ეს რეჟიმი ენერგომოხმარების შემცირებას უწყობს ხელს, რაც დატენვის გარეშე სმარტფონების ფუნქციონირების დროს გაზრდის.
კომენტარები