Thumbnail

კოსმოსში მისტიკური რადიოსიგნალები დაფიქსირდა

კანადის ობსერვატორიის ტელესკოპმა კოსმოსში უცნობი წარმომავლობის რადიოსიგნალები დააფიქსირა. წყარო, რომელიც უჩვეულო, განმეორებად სიგნალებს გადმოსცემს, დედამიწიდან 1,5 მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, სხვა ტელესკოპის მიერ არის დაფიქსირებული.

“სიგნალის კიდევ ერთხელ დაფიქსირება მიგვანიშნებს, რომ კოსმოსში კიდევ უფრო მეტი მსგავსი სიგნალი არსებობს, რომელთა შესწავლით კოსმოსის შესახებ უფრო მეტს შევიტყობთ” - ასტროფიზიკოსი ინგრიდ სტეირსი

სიგნალების გამომწვევ მიზეზებზე რამდენიმე თეორია არსებობს, მათ შორის ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება და რადიოსიგნალებზე უცხოპლანეტელთა ხომალდის გავლენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები