Thumbnail

კომპანია Lexar-მა პირველი 1 ტერაბაიტიანი SD ბარათი გამოუშვა

  • 1 ტერაბაიტიანი SD ბარათი უკვე გაყიდვაშია
  • SD ბარათის წაკითხვის სიჩქარე 95 მბ/წმ-ია, ჩაწერის სიჩქარე კი 70 მბ/წმ

კომპანია Lexar-მა პირველი 1 ტერაბაიტიანი SD ბარათი გამოუშვა. Lexar-ი მეხსიერების ბარათების მწარმოებელთა შორის პირველია, ვინც ამ რაოდენობის მეხსიერების მცირე ზომის ბარათზე დატევა შეძლო.

1 ტერაბაიტიანი SD ბარათის კონცეფცია კომპანია SanDisk-მა რამდენიმე წლის წინ წარადგინა, თუმცა ის ბაზარზე არ გამოსულა, კომპანია Lexar-ის 16 გიგაბაიტიდან 1 ტერაბაიტამდე მეხსიერების მქონე SD ბარათები კი უკვე გაყიდვაშია. SD ბარათის წაკითხვის სიჩქარე 95 მბ/წმ-ია, ჩაწერის სიჩქარე კი 70 მბ/წმ. 
 
1 ტერაბაიტიანი SD ბარათი 499$ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ იგივე კომპანიის 512 გიგაბაიტიანი SD ბარათი 150 დოლარზე ნაკლები ღირს, 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათი ვიდეოგრაფებს მაღალი რეზოლუციის ვიდეოების გადაღების პროცესს საგრძნობლად გაუმარტივებს, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ვიდეოგრაფები იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები