Thumbnail

შთამბეჭდავი ვიდეო, რომელზეც ჩინური კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დაშვებაა ასახული

  • გავრცელდა ჩინური კოსმოსური აპარატის მთვარეზე დაშვების ვიდეო
  • "ჩანე4"- მა დაშვების დროს მთვარის ზედაპირის სკანირება მოახდინა და უსაფრთხო ადგილას დაჯდა

ჩინეთის კოსმოსის კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა შთამბეჭდავი ვიდეო, რომელზეც ჩინური კოსმოსური აპარატის, “ჩანე 4"-ის მთვარეზე დაშვებაა ასახული. კოსმოსური ხომალდი მთვარეზე 3 იანვარს დაეშვა და მისი ამ დრომდე გამოუკვლეველი ნაწილის ფოტოები გადაიღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოსმოსურმა აპარატმა დაშვების დროს მთვარის ზედაპირის სკანირება მოახდინა და შეარჩია დასაშვებად ოპტიმალური, ნაკლებად რთული რელიეფის მქონე ადგილი. 

კოსმოსურ აპარატ “ჩანე 4” -ს დედამიწის თანამგზავრზე გადაიყვანა მთვარემავალი, რომელიც ტერიტორიას დეტალურად შეისწვალის, ჩაატარებს გეოლოგიურ და ასტროფიზიკურ ექსპერიმენტებს. 

კოსმოსმური მისიისთვის მზადება ჩინეთმა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში დაიწყო, როდესაც მთვარის ორბიტაზე თანამგზავრი "ციუცაო" გაუშვა. სწორედ ამ თანამგზავრის მეშვეობით ხერხდება კავშირის დამყარება “ჩანე 4”-თან.

ნახეთ ვიდეო:

ვრცლად ჩინური კოსმოსური ხომალდის მთვარის ბნელ მხარეს დაშვების შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები