Thumbnail

ბრიტანელმა გამომგონებლებმა უნივერსალური თანამგზავრი შექმნეს

  • თანამგზავრ Eutelsat Quantum-ის მართვა დედამიწიდან იქნება შესაძლებელი
  • თანამგზავრი მითითებიდან გამომდინარე შეძლებს სიგნალის სიხშირის და დაფარვის არეალის შეცვლას

თანამედროვე თანამგზავრები, ისევე როგორც კოსმოსში გაშვებული მათი წინამორბედები, ერთჯერადი გამოყენებისაა. თანამგზავრი წინასწარ დადგენილი მარშრუტით მოძრაობს და წინასწარ მითითებულ ფუნქციებს ასრულებს. ბრიტანელი გამომგონებლები კომერციული თანამგზავრების გამოყენების სფეროში გადატრიალების მოხდენას და ახალი ეპოქის დაწყებას გეგმავენ.ამაში მათ ახალი თანამგზავრი Eutelsat Quantum დაეხმარებათ.

Eutelsat Quantum-ის მართვა დედამიწიდან იქნება შესაძლებელი. თანამგზავრი მითითებიდან გამომდინარე შეძლებს სხვადასხვა პარამეტრების, მათ შორის სიგნალის სიხშირის, სიმძლავრის და დაფარვის არეალის შეცვლას. ბრიტანელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომა სრულად შეცვლის თანამგზავრების კოსმოსში ფუნქციონირებას. თანამგზავრი ორბიტაზე საბოლოო ჩამოწერამდე 15-20 წელს ატარებს და ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს. ამ შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება კონკრეტული აპარატის ფუნქციების და მიზნების ცვლილება, მისი მრავალმხრივი გამოყენება.

Eutelsat Quantum  ბრიტანული კომპანია Surrey Satellite Technology-ს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. თანამგზავრი ექსპლოატაციისთვის უკვე მზადაა, მისი საბოლოო დაკომპლექტება საფრანგეთში, Airbus-ის საწარმოში დასრულდება. კოსმოსში გაშვების შემდეგ თანამგზავრი დედამიწიდან 35 786 კილომეტრის სიმაღლეზე განლაგდება.

კომენტარები

ბოლო ამბები