Thumbnail

ბრიტანელ ჯარისკაცებს განაღმვითი ოპერაციის დროს რობოტები დაეხმარებიან

  • ბრიტანეთის არმიამ ახალი თაობის სამხედრო რობოტების გამოყენება დაიწყო
  • ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 56 სამხედრო რობოტს შეიძენს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სულ უფრო აქტიურად ცდილობს სამხედრო რობოტების არმიაში ინტეგრირებას. ბრიტანეთის არმიამ განაღმვით ოპერაციებში ახალი თაობის სამხედრო რობოტების გამოყენება დაიწყო. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ  რობოტების მწარმოებელი კომპანია Harris-გან T 7 მოდელის 4 რობოტი შეიძინა.

ცნობილია, რომ რობოტები ბრიტანულმა შენაერთებმა უკვე გამოიყენეს ორთვიანი სწავლების დროს. სატესტო ჯგუფის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ზაკ სკოტის განცხადებით, T 7 ინოვაციური თვალსაზრისით აღემატება ყველა სამხედრო რობოტს, რომლებსაც აქამდე იყენებდნენ.ახალი თაობის რობოტი უფრო მობილურია, ზუსტად გადაადგილდება და გაცილებით უფრო ეფექტურად ახერხებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპერატორს დისტანციაზე შეუძლია განსაზღვროს თუ რა საგანს მიუახლოვდა სამხედრო რობოტი. რობოტებზე HD კამერებია დამონტაჟებული.

კომპანია Harris ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს T 7 კლასის  56 რობოტს მიაწვდის. კონტრაქტის საერთო ღირებულება 55 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები