Thumbnail

შეიქმნა რობოტი მოხუცებულებისთვის, რომელიც მათ მარტოობას შეუმსუბუქებს 

  • რობოტი  მარტო მცხოვრები მოხუცებულების კომპანიონი გახდება 
  • ElliQ 2019 წლის ბოლოს გამოვა

კომპანია Intuition Robotics-მა ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2019-ზე წარადგინა რობოტი სახელად ElliQ, რომელიც სპეციალურად მოხუცებულებისთვისაა შექმნილი. 

ხმოვან ასისტენტ რობოტს შეუძლია კომპანიონობა გაუწიოს მარტო მცხოვრებ მოხუცებულებს, აჩვენოს მათ ოჯახის წევრების ფოტოები, შეახსენოს დაგეგმილი შეხვედრები, მიიღოს და გააგზავნოს შეტყობინებები.

გარდა ამისა, ElliQ-ს შეუძლია ანეგდოტების მოყოლა და ინტერაქციული თამაშების თამაში. თუ მოხუცებულმა მთელი დღე უმოძრაოდ გაატარა, რობოტი მას სასეირნოდ გასვლას შესთავაზებს. 

რობოტი 2019 წლის ბოლოს გამოვა, თუმცა მისი ფასი ჯერ ცნობილი არ არის. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები