Thumbnail

ყველაზე ფართოკუთხიანი ობიექტივი - დრონების ახალი ცხოვრება

კახა მშვიდობაძე პროფილის ფოტო
კახა მშვიდობაძე
  • ახალი ობიექტივი Venus Optics-ს ეკუთვნის
  • ობიექტივი DJI X7-ის კამერისთვის არის განკუთვნილი

DJI X7 დრონის კამერებისთვის Venus Optics-მა ახალი ფართოკუთხიანი ობიექტივი გამოუშვა. Laowa 9mm f/2.8 Zero-D ამჟამად ბაზარზე ყველაზე დიდი გაშლის კუთხის მქონე ოპტიკაა - X7-ის მფლობელებს ეს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

Laowa-ს გამოსვლამდე გაშლის ყველაზე ფართო კუთხე თავად DJI-ს მიერ წარმოებულ ობიექტივს ჰქონდა: მისი ფოკუსური მანძილი 16 მმ-ს შეადგენდა, 80°-იანი ხედვის კუთხით. Laowa-ს მონაცემები გაცილებით შთამბეჭდავია. ახალი ობიექტივის ფოკუსური მანძილი 9 მილიმეტრია, ხედვის კუთხე - 113°. აქვს საკმაოდ გახსნილი დიაფრაგმა F2.8, რაც დაბალი განათების პირობებში მუშაობის საშუალებას იძლევა. Laowa-ს ფაქტობრივად ნულოვანი დისტორსია აქვს, რაც ამ ტიპის ობიექტივებში მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. იგი საკმაოდ მსუბუქია, მხოლოდ 210 გრამს იწონის.

ახალი ობიექტივით ეფექტური პეიზაჟების გადაღებაა შესაძლებელი

Venus Optics ჩინური კომპანიაა, მსოფლიო ოპტიკის ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, თუმცა თავისი ინოვაციებით და მისაღები ფასით მომხმარებელთა შორის ადგილს სწრაფად იმკვიდრებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი არის მაკრო ობიექტივი Laowa 24mm f/14 Probe.

Venus Optics-ის ობიექტივები კარგი ხარისხის და დაბალი ფასის გამო პოპულარულია Canon EF-M, Sony E, Fujifilm-X სამაგრიანი კამერების მფლობელეში. მწარმოებელთა მტკიცებით, DJI-სთვის შექმნილი ეს ობიექტივიც მაღალი ხარისხისაა და იმედოვნებენ, რომ მათი პროდუქტით X7-ის მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები