Thumbnail

ავსტრალიელი რობოტი ორსართულიან სახლს სამ დღეში აშენებს

  • “მშენებელი” რობოტი Hadrian X ავსტრალიელმა გამომგონებელმა მარკ პივაკმა შექმნა
  • რობოტმა სატესტო პერიოდი წარმატებით გაიარა და სხვადასხვა კონსტრუქციები ააგო

ავსტრალიელ რობოტ Hadrian X-ს ორსართულიანი სახლის აშენებისთვის სულ სამი დღე სჭირდება. “მშენებელი” რობოტი ჯერ კიდევ 2015 წელს წარადგინეს, თუმცა ამ დრომდე ის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა. კომპანია Fast Brick Construction-ში აცხადებენ, რომ Hadrian X-მა გამოსაცდელი პერიოდი გაიარა. რობოტმა ყველა დავალება წარმატებით შეასრულა, ააგო განსხვავებული კონსტრუქციები სხვადასხვა ზომის აგურებით, ორსათულიანი შენობის აშენებას კი მხოლოდ სამი დღე მოანდომა.

Hadrian X ავსტრალიელმა გამომგონებელმა მარკ პივაკმა შექმნა. რობოტს შთამბეჭდავი ზომები აქვს. მისი რობოტიზირებული ხელის სიგრძე, რომელიც ძირითად კორპუსთანაა მიერთებული, 28 მეტრია. Hadrian X-ის კომპიუტერულ პროგრამაში ჩადებულია მშენებარე სახლის 3 D მოდელი. რობოტი მიყვება ამ პარამეტრებს და ზუსტად განსაზღვრავს სად უნდა განათავსოს თითოეული აგური. ლაზერული სისტემა ბლოკების  განთავსების სიზუსტეს 0,5 მილიმეტრის ფარგლებში განსაზღვრავს. რობოტის მწარმოებელი კომპანია Hadrian X-ის დასაქმებას მშენებლობებზე 2019 წლიდან აპირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები