Thumbnail

ელონ მასკმა ინტერნეტში რაკეტის ფოტო განათავსა, რომელიც მთვარეზე და მარსზე გაფრინდება

  • ელონ მასკმა ტვიტერზე რაკეტა Starship-ის ფოტო განათავსა
  • რაკეტას კომპანია  Space X მთვარეზე და მარსზე მისიის გასაგზავნად გამოიყენებს

Space X-ის დამუძნებელმა ელონ მასკმა ტვიტერზე რაკეტა Starship-ის პირველი ფოტო წარმოადგინა. რაკეტა სასტარტო მოედანზე ტეხასშია განლაგებული. Starship-ის  დიზაინი რეტროს სტილში გახორციელეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვიზუალური თვალსაზრისით რაკეტა უმნიშვნელო ცვლილებებს მომავალშიც განიცდის.

118 მეტრიან რაკეტა 9 მეტრის დიამეტრი აქვს. რაკეტის საბოლოო ვერსია მზად ზაფხულში იქნება და მისი გამოცდაც სწორედ ამ პერიოდში იგეგმება.

Starship კომპანიის პრიორიტეტული პროექტია. სწორედ მან უნდა შეძლოს Space X-ის  უპილოტო და შემდგომ უკვე პილოტირებული ფრენების განხორციელება მთვარეზე და მარსზე.თუ ყველაფერის გეგმის მიხედვით განხორციელდა, პირველი უპილოტო გაფრენა მარსზე 2022 წელს იგეგმება, 2024 წელს კი რაკეტამ წითელ პლანეტაზე ადამიანი უნდა გადაიყვანოს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები