Thumbnail

მთვარეზე ბამბის თესლმა გაიხარა

  • მთვარეზე ბამბის თესლი აღმოცენდა
  • მთვარეზე მცენარეების გაზრდის შესაძლებლობა სამომავლოდ ასტრონავტების კოსმოსური მისიის ეფექტიანობას გაზრდის

ჩინეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის თქმით, მთვარეზე ბამბის თესლმა გაიხარა. ბამბის და კარტოფილის თესლის შემცველი მიწა მთვარეზე ჩინური მისიის, Chang'e 4-ის დახმარებით მოხვდა. ეს მთვარეზე ბიოლოგიური მასალის გაზრდის პირველი შემთხვევაა.

მთვარეზე მცენარეების გაზრდის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია სამომავლო კოსმოსური მისიებისთვის - თუკი ასტრონავტები შეძლებენ, თავიანთი საკვები მთვარეზე მისიის დროს ადგილზე მოიყვანონ, მათ არ დასჭირდებათ პერიოდულად დედამიწაზე დაბრუნება საკვების მარაგის შესავსებად, რაც მათ სამუშაო პროცესს უფრო ნაყოფიერს გახდის. 

Chang'e 4 მთვარის ბნელ მხარეზე 3 იანვარს დაეშვა. ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალი გადაიყვანა, რომელიც ტერიტორიას დეტალურად შეისწვალის და გეოლოგიურ და ასტროფიზიკურ ექსპერიმენტებს ჩაატარებს.

ასევე ნახეთ:

კომენტარები

ბოლო ამბები