Thumbnail

ჩინეთი მთვარეზე ბაზის აშენებას 3D-პრინტერით გეგმავს

  • ჩინეთის კოსმოსური მისიის ფარგლებში მთვარეზე ბაზას 3D პრინტერით ააშენებენ
  • პროექტის განხორციელების შემდეგ მსგავი ტექნოლოგია შესაძლოა მარსის შესასწავლადაც გამოიყენონ

ჩინეთი მთვარის ზედაპირზე ბაზის აშენებას 3D-პრინტერით გეგმავს. მეცნიერები თვლიან, რომ ამ გზით ისინი უფრო სწრაფად შეისწავლიან დედამიწის თანამგზავრს.

მეცნიერები შენობის ასაშენებლად მთვარის გრუნტის გამოყენებას გეგმავენ. პროექტი არამხოლოდ ჩინეთის გავლენას გაზრდის კოსმოსში, არამედ ცნობილი გახდება, შესაძლებელია თუ არა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება მარსის შესასწავლადაც. ჩინეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელის, უ იანჰუას თქმით, ბაზის შექმნა მხოლოდ იდეაა და კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.

სავარაუდოდ, ბაზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ჩინელი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ პირველი 3D-ობიექტი მთვარეზე აპარატ „ჩანე 5-ის“ ჩაფრენის შემდეგ შეიქმნება. ჩინეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ პროექტი არც თუ ისე ძვირი დაჯდება.

3 იანვარს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მთვარის ბნელ მხარეს წარმატებით დაეშვა ჩინური კოსმოსური აპარატი  „ჩანე 4“ და დედამიწის თანამგზავრის აქამდე უცნობი ტერიტორიის შესწავლა დაიწყო.
 

კომენტარები

ბოლო ამბები