Thumbnail

იაპონიაში მდებარე სასტუმროში მომუშავე რობოტები შემცირებაში მოყვნენ

  • სასტუმროში მომუშავე რობოტების ნახევარი სამსახურიდან გაანთავისუფლეს
  • რობოტები ადამიანებით ჩაანაცვლეს

როგორც ჩანს, სამსახურის სტაბილურად შენარჩუნებასთან დაკავშირებით პრობლემები რობოტებსაც აწუხებთ. იაპონიაში მდებარე სასტუმრო Henn-na-მ, რომელშიც 243 რობოტი იყო დასაქმებული, მათი ნახევარი სამსახურიდან გაანთავისუფლა. მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი იმაზე მეტ პრობლემას ქმნიდნენ, ვიდრე აგვარებდნენ. 

განთავისუფლებულთაგან ერთ-ერთია ხმოვანი ასისტენტი Churi, რომელიც Siri-ს, Google Assistant-ის და Alexa-სგან განსხვავებით სასტუმროს სტუმრების კითხვებს პასუხს ვერ სცემდა. განთავისუფლებულები არიან სასტუმროს Check-in ოპერატორი რობოტებიც, რადგან მათი საქმის კეთება საბოლოო ჯამში მაინც ადამიანებს უწევდათ. ადამიანებმა ჩაანაცვლეს ბარგის გადამზიდავი და კონსიერჟი რობოტებიც. 

განთავისუფლებული რობოტების ნაწილი სასტუმროში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, სასტუმროს წარმომადგენლების თქმით კი მოძველებული ტექნოლოგიის რობოტების ახლით ჩანაცვლებაზე მარტივი მათი განთავისუფლება და ადამიანების დასაქმებაა, რადგან რობოტები მათი მეთვალყურეობის ქვეშ, დამოუკიდებლად მაინც ვერ მუშაობენ.
 

კომენტარები

ბოლო ამბები