Thumbnail

Facebook-მა რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი 364 გვერდი წაშალა

Facebook-მა წაშალა 364 გვერდი და ანგარიში, რომელიც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მთავარი მულტიმედია პლატფორმის, სპუტნიკის თანამშრომლების მიერ იმართებოდა. გვერდები და ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად იყვნენ ჩართული რუსული ინტერესების გამტარებელი კამპანიების წარმოების პროცესში. სხვადასხვა დასახელებისა და თემატიკის ასობით გვერდი ნატოს, ევროპის პოლიტიკური საკითხების და არაერთი სხვა თემის შესახებ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ განცხადება Facebook-მა გაავრცელა.

Facebook-ის განცხადების თანახმად, აღნიშნულ გვერდებს 790,000 გამომწერი ჰყავდა, ხოლო რეკლამებში დაახლოებით 135 000$ დაიხარჯა. 

“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მსგავსი გვერდების აღმოსაჩენად და შესაჩერებლად, რადგან არ გვსურს, ჩვენი სერვისი ხალხის მანიპულაციისთვის იყოს გამოყენებული” - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

წაშლილი გვერდების დიდი ნაწილი განსაკუთრებულ ინტერესს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ იჩენდა. Facebook-ის განცხადების თანახმად, კომპანია ამ მიმართულებით გამოძიებას აგრძელებს და მზად არის სამომავლოდ მსგავს შემთხვევებზე უფრო სწაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის სხვადასხვა უწყებებთან ითანამშრომლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები