Thumbnail

შეიქმნა ნივთიერება, რომელიც ავტომობილებს ყინულისგან დაიცავს

  • მეცნიერებმა ყინულისგან დამცავი ნივთიერების შესაქმნელად ფიზიკის ახალი თეორია გამოიყენეს
  • ნივთიერება სილიკონებისგან და პოლიმერებისგან შედგება

ყინვა ყოველწლიურად დიდ ზიანს აყენებს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და წარმოებით ინფრასტრუქტურას. მეცნიერები უკვე დიდი ხანია ეძებენ ამ ნეგატიურ ფაქტორთან ბრძოლის მეთოდს. როგორც ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევარები იტყობინებიან, მათ მოახერხეს და შექმნეს უნივერსალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ ზედაპირს წლების განმავლობაში იცავს ყინულისგან. ამისთვის სპეციალისტებმა ფიზიკის ახალი თეორია გამოიყენეს, რომელსაც წინასწარ შეუძლია სინთეზირებადი ნივთიერებების თვისებების პროგნოზირება და კორექტირება.

ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი საფარველი სილიკონისგან და პოლიმერებისგან შედგება და არ იკრავს ყინულს.ნივთიერებას ასევე აქვს მექანიკური და ქიმიური მდგრადობის კარგი მაჩვენებლები. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ შემუშავებული პრინციპი სხვა ნივთიერებების შესაქმნელადაც გამოდგება, მაგალითად ანტიბაქტერიულის.

კვლევის ხელმძღვანელმა ჰადი გასემიმ აღნიშნა, რომ მეცნიერებმა ადრეც სცადეს მსგავსი ნივთიერების შექმნა, თუმცა ზედაპირზე მიყინვის პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებდნენ. ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ნივთიერება კი შეხების ადგილას ბზარებს ქმნის, რომლებიც გაყინულ წყალს ისხლიტავენ.

ტესტებმა აჩვენეს, რომ მექანიკური მდგრადობის გარდა საფარველი უძლებს ულტრაიისფერ სხივებსაც, ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სატრანსპორტო საშუალებები ხშირად ექცევიან მზის ზემოქმედების ქვეშ. 

კომენტარები

ბოლო ამბები