Thumbnail

გერმანელმა მეცნიერებმა ნამარხი ცხოველის მსგავსი რობოტი შექმნეს

  • გერმანელმა მეცნიერებამ შექმნეს რობოტი, რომელიც ნამარხი ცხოველის ასლს წარმოადგენს
  • ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ თუ როგორ გადაადგილდებოდა ცხოველი

პალეონტოლოგები ცდილობენ გადაშენებული ცხოველების შესახებ შემორჩენილი ძვლების და ნაკვალევის საფუძველზე ინფორმაცია მიიღონ: გაარკვიონ როგორ გამოიყურებოდნენ ნამარხი ცხოველები, როგორ გადაადგილდებოდნენ და რით იკვებებოდნენ.

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უჩვეულო რობოტი იმასთვის, რომ გაერკვიათ როგორ გადაადგილდებოდა ცხოველი, რომელიც დედამიწაზე 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. Orobates Pabsti გარეგნულად სალამანდრას ჰგავდა, თუმცა გაცილებით დიდი იყო. პალეონტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს არსება ერთგვარი შუალედური რგოლია ამფიბიებსა და ხმელეთზე მცხოვრებ ცხოველებს შორის.

პალეონტოლოგებს გააჩნიათ Orobates Pabsti-ს ძვლების ფრაგმენტები.ასევე შემორჩა ამ ცხოველის ნაკვალევიც. პირველ ეტაპზე გერმანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს თანამედროვე იგუანების, სალამანდრების და კაიმანების მოძრაობა. Orobates Pabsti-ს ნაკვალევის გათვალისწინებით დააპროექტეს კომპიუტერული მოდელი.იმისათვის, რომ გაერკვიათ როგორ გადაადგილდებოდა Orobates Pabsti, შეიქმნა ცხოველის ასლი რობოტი OroBOT.

ექსპერიმენტიდან გაირკვა, რომ Orobates Pabsti-ს მოძრაობები არ ჰგავდა თანამედროვე ხვლიკების და სალამანდრების მოძრაობას.ნამარხი ცხოველი მიწაზე უფრო ნიანგების, კერძოდ კი კაიმანების მსგავსად გადაადგილდებოდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები