Thumbnail

დასაკეცი მოტოროლა შესაძლოა 1500$-იანი სმარტფონის სახით დაბრუნდეს

  • დასაკეცი ტელეფონის სმარტ ვერსია შესაძლოა ბაზარზე ისევ გამოჩნდეს
  • ტელეფონის ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია

ლეგენდარული დასაკეცი ტელეფონი Motorola RAZR შესაძლოა 1500 დოლარის ღირებულების სმარტფონის სახით დაბრუნდეს ბაზარზე. The Wall Street Journal-ის თანახმად ტელეფონი შესაძლოა თებერვლიდანაც კი გაიყიდოს.

Motorola RAZR-ის თავდაპირველმა ვერსიამ მსოფლიოს მასშტაბით საკულტო ტელეფონის სახელით დაიმკვიდრა თავი, ახლა კი, როგორც ჩანს, მოტოროლას მფლობელი კომპანია Lenovo-სთვის დასაკეცი ტელეფონის რებრენდინგი თანხის გამომუშავების დამატებითი გზაა. ტელეფონის მახასიათებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

ეს არ არის RAZR-ის რებრენდინგის მცდელობის პირველი შემთხვევა - 2011-2012 წლებში მოტოროლამ Verizon-თან კოლაბორაციით ტელეფონიას ახალი ვერსია Droid RAZR ტელეფონი შექმნა, თუმცა არა დასაკეცი ვერსია, რაც ორიგინალი ტელეფონის მთავარი ხიბლია.

წყარო: The Verge

კომენტარები

ბოლო ამბები