Thumbnail

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის სისხლძარღვები გაზარდეს

  • ლაბორატორიაში სისხლძარღვები პირველად გაზარდეს
  • აღმოჩენას პოზიტიური ზეგავლენა ექნება დიაბეტის მკურნალობაზე

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში პირველად გაზარდეს ადამიანის სისხლძარღვები. ამ აღმოჩენას პოზიტიური გავლენა ექნება სისხლძარღვების პრობლემებთან დაკავშირებული დაავადებების, მათ შორის დიაბეტის განკურნებაზე. ადამიანის სისხლძარღვების ორგანოიდის ფორმაში შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან სხეულის თითოეული ორგანო სისხლძარღვების სისტემასთან არის დაკავშირებული.

აღმოჩენის მთავარი პლუსი არის ის, რომ სისხლძარღვები ადამიანის ზრდასთან ერთად ფართოვდება, შესაბამისად მედიკოსებს პატარა ბავშვებისთვისაც კი შეეძლებათ ოპერაციების ჩატარება განმეორებითი ჩარევის აუცილებლობის გარეშე.

3D სტრუქტურის ორგანოიდები ღეროვანი უჯრედებით გამოზარდეს. მათი ფუნქცია ორგანოების ანატომიის ზუსტი განმეორებაა, რათა ორგანოიდების დახმარებით მეცნიერებმა ლაბორატორიებში ანატომიის სხვადასხვა ასპექტები შეისწავლონ.

დღეს მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 420 მილიონ ადამიანს აჭარბებს. დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია ცვლილებები სისხლძარღვებში, რასაც სისხლის მიმოქცევასა და ქსოვილების ჟანგბადით უზრუნველყოფაზე უარყოფითი გავლენა აქვს. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები