Thumbnail

 Google Maps-ს ჭკვიანი კამერების და სიჩქარის ლიმიტების შესახებ ინფორმაცია დაემატება

  • Google Maps მძღოლს ჭკვიანი კამერების და სიჩქარის ლიმიტის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას
  • ფუნქცია ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი

Google Maps-ის განახლებულ ვერსიას ახალი ფუნქციები ემატება. ამის შესახებ The Verge წერს. ახალ ფუნქციებს შორის არის მძღოლისთვის გზაზე მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის და ე.წ. ჭკვიანი კამერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მძღოლი ხმოვანი შეტყობინების დახმარებით შეიტყობს, თუ როდის უახლოვდება რადარს, მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფორმაცია კი ეკრანის კუთხეში გამოჩნდება. 
 
ფუნქციების გამოცდა 2016 წლიდან მიმდინარეობდა ამერიკასა და ბრაზილიაში, ამჯერად კი გაიზარდა ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც Google Maps-ის განახლებული ვერსიით სარგებლობა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ქვეყნების სიაში ჯერჯერობით არ არის, მოსალოდნელია, რომ Google Maps სერვისით სარგებლობის არეალს სამომავლოდ გააფართოვებს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები