Thumbnail

დიდ ბრიტანეთში კომუნიკაციების შეკეთებაში რობოტები ჩაერთვებიან

  • დიდი ბრიტანეთის მთავრობა კომუნიკაციების შეკეთებაში რობოტების გამოყენებას გეგმავს
  • პროექტზე მუშაობა 5 წელი გაგრძელდება

თანამედროვე ქალაქის განუყოფელი ნაწილი კომუნიკაციების რთული და განვითარებული სისტემაა. შემჭიდროვებულ სივრცეში მწყობრიდან გამოსული საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა ტრადიციული ხერხით სულ უფრო რთულდება. დიდი ბრიტანეთის ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის სამინისტრომ  8.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროექტში, რომელიც ქვეყნის მიწისქვეშა კომუნიკაციების მომსახურებისთვისაა განკუთვნილი.

პროექტის მიზანი ურბანულ გარემოში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთების დროს რობოტების  გამოყენება. სწორედ რობოტებმა უნდა შეასრულოს ისეთი რთული სამუშაოები,როგორიცაა ასფალტის გათხრა და დაზიანებული მილების შეკეთება.

პროექტის განხორციელებისათვის უნდა შეიქმნას  ორი ტიპის რობოტები. დიდ “მუშა” რობოტებზე დაამონტაჟებენ  სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომლებსაც ისინი მუშაობის დროს გამოიყენებენ. მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის საჭიროა მცირე ზომის “მიკრობოტებიც", რომლებიც გარეგნულად ხოჭოებს გვანან. “მიკრობოტების” ამოცანაა  მიწისქვეშა კომუნიკაციების ინსპექტირება და დაზიანებების აღმოჩენა.”მიკრობოტს” მარტივად შეეძლება ნებისმიერ რელიეფზე გადაადგილება, ცოცვა და ცურვა.

პროექტში შეერთებული შტატების 4 წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. მუშაობა 5 წელი გაგრძელდება და წარმატების შემთხვევაში მილსადენი სისტემების შეკეთების ტექნოლოგიაში რევოლუციური გარღვევა მოხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები